ამ გვერდის ამობედვა

საზამთროს ლიმონათი

ინგრედიენტები
 
4   ჭიქა უკურკო საზამთრო
 
1⁄2  ჭიქა შაქარი
 
1⁄2  ჭიქა წყალი
 
3   ჭიქა ცივი წყალი
 
1⁄2  ჭიქა ლიმონის წვენი
 
6   ჭიქა ყინულის კუბიკები.
 
 
მომზადების წესი:
 
 

მოათავსეთ პატარა კუბებად დაჭრილი საზამთრო ბლენდერში და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გადაწურეთ წვრილ საცერში და შეინახეთ პიურე.

 

ჩაასხით ქვაბში 1/2 ჭიქა წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ჩაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე(საჭიროა რომ შაქარი კარგად გაიხსნას). შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. ჩაუმატეთ 3 ჭიქა ცივი წყალი და ლიმონის წვენი.

 

გადაანაწილეთ ყინული 12 ჭიქაში. თითოეულში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი საზამთროს პიურე და დაასხით მომზადებული ლიმონათი. მირთმევამდე სულ ოდნავ შეურიეთ.

 

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 128 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 23 2024