„უგემრიელესია, არ ინანებთ ამის მომზადებას“ - წითელი ბულგარული წიწაკა ზეთში
ინგრედიენტები:
- წითელი ბულგარული წიწაკა - 5 კგ
- ძმარი - 0.5 ლ
- ზეთი - 0.5 ლ
- შაქარი - 150 გ
- მარილი - 1 სკ
- ნიახური - 2 კონა
- ნიორი - 300 გ
- დაფნის ფოთოლი - 10 ცალი
- შავი პილპილი - 10 მარცვალი
- ბაჰარის პილპილი - 10 მარცვალი
მომზადების წესი
ბულგარულს უნდა ამოვაცალოთ თესლები კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, მარილი შაქარი დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ბაჰარის მარცვლები მოვურიოთ კარგად და ავადუღოთ, ჩავაწყოთ ბულგარული ერთი ფენა, ისე რომ ზემოდან სითხით დაიფაროს, ვადუღებთ ( ვთუშავთ) 10-15 წუთი (თავადაც მიხვდებით ჩანგლით, მოხარშულია თუ არა) ამოვალაგოთ ქაფქირით, ამოღებული ბულგარული ჩავტენოთ ქილებში და ფენებშუა ჩაურთოთ დაჭრილი ნიახური და დაჭრილი წვრილად ნიორი, ასევე მოვთუშოთ დანარჩენი ბულგარული (ნახევარს როცა მოთუშავთ, წვენში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მარილი ისევ, მაგ.0.5ჩ/კ, რომ მარილი არ დააკლდეს) როცა ყველას მოვთუშავთ თავისივე ნახარში ჩავასხათ ქილებში ( პირამდე არა, ნახევრად რომ იყოს) დავაფაროთ სახურავები და დავდგათ გასასტერილებლად 30 წუთით, შემდეგ კი მოვხუფოთ. ვისაც ცოტა მწარე მოსწონს, შეუძლია დაამატოს ფენებში დაჭრილი ცხარე წიწაკა. ერთი კილო ბულგარული კარგად დატენილი ეტევა ერთ ლიტრიან ქილაში.
სიახლეები
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - დონალდ ტრამპი
- "რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მათი მიზანი მძიმე და შავბნელია" - გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე
- „დედიკოებო შეგიძლიათ ყოველი დღე საოცრებად აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ბარბარე ნიშნიანიძე
- "2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს"