თევზი ბერძნულად
ინგრედიენტები
- საფანელი
- კვერცხი
- წითელი წიწაკა, დაფქული
- მარილი და პილპილი
- ტომატ-პასტა
- თევზის ფილე
- სტაფილო
- ხახვი
- პრასი
- პამიდორი
მომზადების წესი
თევზის ფილე გავრეცხოთ და ხელსახოცით შევაშროთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ღრმა თეფშში კვერცხი ავთქვიფოთ. თევზი ჯერ კვერცხში ამოვავლოთ, შემდეგ საფანელში და შევწვათ ტაფაზე.
ქვაბში, ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, პრასი და გახეხილი სტაფილო. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი პამიდორი და ტომატ-პასტა. ვშუშოთ 10 წუთი. დავამატოთ მარილი, წითელი წიწაკა და პილპილი.
თეფშზე გადავიტანოთ თევზი, ზემოდან დავადოთ ბოსტნეული და მოვაყაროთ ოხრახუში.
სიახლეები
- "ანრი ოხანაშვილმა ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს" - ლევან ხაბეიშვილი
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით