ამ გვერდის ამობედვა

იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

  • გრძელი ბრინჯი
  • ბოსტნეულის მიქსი: - 200 გ, (სტაფილო, ბარდა, სიმინდი)
  • წყალი - 2 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი - 2 ან 3 სკ
  • მარილი
  • პილპილი
  • მწვანე ხახვი
  • სოიოს სოუსი

მომზადების წესი

ბრინჯი კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, სანამ წყალი არ გამჭვირვალდება. ეს მოაცილებს ზედმეტ სახამებელს და ბრინჯი გამოვა ფანტია. ქვაბში ჩაასხით 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ მარილი და 1 კოვზი ზეთი. როცა ადუღდება, ჩაყარეთ ბრინჯი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 12-15 წუთი, სანამ წყალს სრულად არ შეიშრობს. არ ურიოთ ხარშვისას! პარალელურად, ტაფაზე დაასხით დარჩენილი ზეთი და მოშუშეთ ბოსტნეულის ნარევი 5-7 წუთის განმავლობაში. თუ გაყინულ ბოსტნეულს იყენებთ, წინასწარ გალღობა არ სჭირდება. მოხარშული ბრინჯი ფრთხილად გადაიტანეთ ტაფაში ბოსტნეულთან, მოაყარეთ პილპილი და კარგად აურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი, რომ გემოები გაუჯდეს.

იდეალური ტექსტურისთვის, მოხარშვის შემდეგ ბრინჯს ქვაბსა და თავსახურს შორის ტილო ჩაუფინეთ 5 წუთით – ის ზედმეტ ტენს შეიწოვს.

წაკითხვა 81 ჯერ