ამ გვერდის ამობედვა

რატომ ამზადებს ყველა ამ მარწყვის სალათს? - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

ინგრედიენტები:

მარწყვი - 150 გ

ფეტა - 100 გ

სალათის ფურცლები - 1 კონა

ზეითუნის ზეთი - 3 სკ

ბალზამიკოს სოუსი - 1 სკ

თაფლი - 1 ჩკ

იტალიური სანელებლების მიქსი - 1 ჩკ

 

მომზადების წესი:

სანამ პროცესს დაიწყებთ, მაგიდაზე დაალაგეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი. სალათის ფურცლები ხელით დაფლითეთ და ბრტყელ თეფშზე დაალაგეთ. პატარა თასში კარგად აურიეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს სოუსი, თაფლი და იტალიური სუნელების მიქსი (შეგიძლიათ მარტივად ჩაანაცვლოთ ის იმ ხმელი მწვანილებით, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ. მაგალითად: ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი + ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ორეგანო). მიღებული სოუსის 1/3 მოასხით სალათის ფურცლებს. ფეტა დაჭერით კუბიკებად და დააწყვეთ სალათს. მასაც მოასხით სოუსის ნაწილი. მარწყვს მოაცილეთ ყუნწები, დაჭერით ოთხ ნაწილად (მეოთხედებად) და დაუმატეთ სალათს. ბოლოს მოასხით დარჩენილი სოუსი და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

 

წყარო

წაკითხვა 105 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 11 2026