ესპანური სალათა
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი პომიდორი
- 2 თავი ხახვი
- 100 გრამი მაგარი ყველი
- 150 გრამი ლორი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 30 გრამი ნუში
- მარილი
სოუსი:
- 1/2 ჩაის კოვზი შაქარი
- 2 ჩაის კოვზი ძმარი
- 1 კბილი ნიორი
- 30 გრამი ნუში
- 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 კონა ოხრახუში
მომზადების წესი:
პომიდორი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ხახვი – ნახევარრგოლებად და შეურიეთ ერთმანეთში. მოაყარეთ ცოტა შაქარი და მარილი და გააჩერეთ 10 წუთი.
მოამზადეთ სოუსი:
ყველა ინგრედიენტი, რომელიც სოუსისთვის არის განკუთვნილი, კარგად აურიეთ. სურნელოვან სოუსში ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში და მოასხით პომიდორრს. მოაყარეთ დაფხვნილი ყველი, ჩხირებად დაჭრილი ლორი და გახეხილი ნუში.
ფანტასტიკურია.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში