ამ გვერდის ამობედვა

ქათმის კრემ-სუპი ფრანგულად

ინგრედიენტები

  •  სოკო - 100 გ
  • ქათმის ფილე - 400 გ
  • ბულიონი ქათმის - 750 მლ
  • პურის ნაჭერი - 40 გ (ქერქის გარეშე)
  • მოხარშული კვერცხის გული - 2
  • ნაღები - 130 გ
  • კარაქი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი)

 

 

მომზადების წესები
 
 
დაქუცმაცებულ პურს დაასხით ბულიონის ნაწილი და წამოადუღეთ.  ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და შებრაწეთ დაჭრილი ქათმის ფილე. დაამატეთ დაჭრილი სოკო და შუშეთ. შემდეგ დაასხით დარჩენილი ბულიონი და ხარშეთ 10 წუთი. დაამატეთ პური ბულიონიანად, კვერცხის გული, ნაღები და ათქვიფეთ ბლენდერში. 
 
 

ხელახლა მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ მარილი, პილპილი, მწიკვი მუსკატი და მწვანილი გემოვნებით.
 
 
 
 
 
წაკითხვა 700 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 23 2019

სიახლეები