გოგრის სამარხვო წვნიანი ქონდრითა და თაფლით - სეზონის აღმოჩენა
გოგრა, თავისი სასარგებლო თვისებებით, კულინარიაში შემოდგომა-ზამთრის დედოფალია.
რაც მთავარია, ფასის მხრივ ხელმისაწვდომია და უზომოდ გემრიელია! ეს რეცეპტი კი თქვენთვის ნამდვილად აღმოჩენად იქცევა. ასე რომ, შეუდექით...
შემადგენლობა (2 პორციისთვის):
გოგრა (გაწმენდილი) - 600 გრ;
ხახვი - 40 გრ;
ქონდარი (ნედლი) - 4 გრ. (2 ღერო);
ზეთი - 30 მლ;
წყალი - 2 ლ;
კარტოფილი - 200 გრ;
თაფლი - 30 გრ;
მარილი - გემოვნებით;
მოსართავად:
რეჰანი - 2-3 ფოთოლი;
ზეითუნის ზეთი - 2მკ. პორციაზე.
მომზადება:
1. გაწმენდილი გოგრა დაჭერით ერთნაირი ზომის კუბიკებად, გაახვიეთ ფოლგის ქაღალდში და 40 წუთით შედეთ 200°С-ზე გახურებულ ღუმელში;
2. ხახვი, სტაფილო და ქონდარი წვრილად დაჭერით, ზეთჩასხმულ ქვაბში ჩაყარეთ და მსუბუქად შეწვით;
3. შემდეგ ქვაბში დაამატეთ წყალი და დაჭრილი კარტოფილი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ბოსტნეული მზად არ იქნება. ხარშვის ბოლოს ჩაამატეთ ღუმელიდან გამოღებული გოგრა, თაფლი და მარილი;
4. მომზადებული წვნიანი დააბლენდერეთ და შემდეგ წვრილ საცერში გაატარეთ;
5. სუფრასთან მიტანის წინ თეფშზე დასხმულ წვნიანს დაადეთ რეჰანის ფოთლები და დააწვეთეთ ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა