ამ გვერდის ამობედვა

შემწვარი ორაგული ნაღებისა და კარაქის სოუსში

ინგრედიენტები

 

  •  ორაგულის ფილე - 4 ნაჭერი

 

  • ზეითუნის ზეთი - შესაწვავად

 

  • კარაქი - 50 გ

 

  • ნიორი - 4-5 კბილი

 

  • ჩერი პომიდორი - 300 გ

 

  • ისპანახის ქორფა ფოთლები - 1 კონა

 

  • ნაღები - 1 ჭიქა

 

  • გახეხილი ყველი პარმეზანი - 1/2 ჭიქა

 

  • ოხრახუში

 

  • ბაზილიკი ან შაშკვლავი

 

  • ლიმონის წვენი

 

  • მარილი და პილპილი

 

 

მომზადების წესები
 
 

ორაგულის ფილე გაასუფთავეთ, გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ზეითუნის ზეთში, რბილი მხიდან 6 წუთის განმავლობაში, კანის მხრიდან 2 წუთი.

 

 

ამოიღეთ ტაფიდან თევზი და იგივე ტაფაში, ჩააგდეთ კარაქი, გაადნეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, ისპანახის ფოთლები, ნაღები, გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) და თუშეთ საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაჭრილი ორხარუში და ბაზილი (ან შაშკვლავი). ჩაალაგეთ თევზის ფილე მიღებულ სოუსში, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გააგძელეთ მოთუშვა კიდევ 3 წუთის განმავლობაში.

 

 

გადმოდგით კერძი ცეცხლიდან, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ კიდევ ქორფა ბაზილიკი და გემრიელად მიირთვით!

 

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1160 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 19 2020

სიახლეები