ამ გვერდის ამობედვა

შოკოლადის კექსი ფრანგი კონდიტერის რეცეპტით

ინგრედიენტები

 მინანქარი:

  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • დაფქული თხილი ან ნუში - 90 გ
  • კვერცხის ცილა - 3
  • კარაქი - 70 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 40 გ
  • კვერცხი - 1 + 1 გული
  • შოკოლადი - 60 გ
  • შოკოლადი - 100 გ
  • რძე - 50 გ
 
მომზადების წესები
 
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე.  საშუალო ზომის ფორმას (16-18 სმ) წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი.

შოკოლადი და კარაქი გაადნეთ. კვერცხის ცილით და შაქრის ნაწილით ათქვიფეთ ბეზე. ცალკე ათქვიფეთ  1 მთლიანი კვერცხი + 1 კვერცხის გული, დარჩენილი შაქარი და დაფქული თხილი. შეურიეთ გამდნარი შოკოლადი, გაცრილი ფქვილი, სოდა, შემდეგ კი ბეზე. გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ 20-30 წუთი. ნამცხვარი გულში ოდნავ ნოტიო უნდა დარჩეს. გააციეთ ნამცხვარი და მოასხით მინანქარი.

მინანქრისთვის ორთქლზე გაადნეთ რძე და შოკოლადი ერთად. კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს. თბილივე მოასხით ნამცხვარს. გააფორმეთ ხილით.
 
 
წაკითხვა 820 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 23 2020

სიახლეები