ამ გვერდის ამობედვა

ფახლავას ყველაზე ძველი და გამოცდილი რეცეპტი

საჭირო მასალა:

  • კვერცხი - 5 ცალი
  • მარგარინი - 400 გრ
  • მაწონი -1 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩკ
  • ვანილი - 2 შეკვრა
  • მარილი- 1/4 ჩკ
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • თხილი ან ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ქიშმიში - 1 ჭიქა

 

მომზადება:

ათქვიფეთ მიქსერით 400 გრ მარგარინი, დაუმატეთ 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა მაწონი, 1 ჩკ სოდა, ვანილი, მარილი და 400 გრ ფქვილი. გააჩერეთ ცომი მაცივარში 1 სთ.



გულსართის მომზადება:

ამოიყვანეთ 5 კვერცხის ცილა, ნელ-ნელა ჩააყარეთ 2 ჭიქა შაქარი, ვანილი, 1 ჭიქა დაჭრილი თხილი და 1 ჭიქა ქიშმიში.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 3 ნაწილად და გააბრტყელეთ.

ჩააფინეთ პირველი ფენა ცხიმმოსმულ ჟარონაზე, ზემოდან წაუსვით მომზადებული ბეზეს ნახევარი, დააფინეთ მეორე ფენა და გაიმეორეთ იგივე.

ბოლო ფენას წაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხი, ჩაჭერით რომბისებურად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

 

 

http://www.gurmania.ge/geo

წაკითხვა 640 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 30 2020

სიახლეები