მარწყვისა და ხაჭოს კრემის დესერტი
ინგრედიენტები
- კარაქი - 30 გ
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 100 გ
- შაქარი - 100 გ
- ნაღები 35 % - 250 გ
- არაჟანი - 120 გ
- ხაჭო - 360 გ
- მარწყვი - 500 გ
მომზადების წესები
ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. მიიღებთ ფხვიერ მასას.
ხაჭო, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს კრემს.
ჭიქებში ფენებად ჩაალაგეთ დაფხვნილი ნამცხვარი, კრემი და მარწყვი, ზემოდან კი მორთეთ პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საქონლის ხორცის რულეტი
- ევროკავშირის ელჩის თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება
- "არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ " ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებები მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა -იაგო ხვიჩია
- გახარია მზად არის, ხაზარაძესთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს, სამი პირობის შესრულების შემთხვევაში
- ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის აშშ-მ სანქციები დაუწესა