"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ " ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებები მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა -იაგო ხვიჩია
ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი აზრით, ჯერ კიდევ არის “პოლიტიკური ქორწინების” შანსი.
მისივე თქმით, „როცა მხარეებს ერთმანეთი უნდათ, მაგრამ შუაში ვიღაც ამრევები არიან, ყველაფერი დაძლევადია“.
„ვფიქრობ, რომ „ლელოს“ და ბატონ გიორგი გახარიას რაღაც პატარამ შეუშალა ხელი. დაშლის მერე მიხვდნენ, რომ ეს გამოსასწორებელია და ახლა ორივე ცოტ-ცოტა სინანულშია, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დარჩენილ დროში ეს პოლიტიკური ნიშნობა წარმატებით დასრულდება.
მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა – თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და “ლელოსთან” უნდოდა. “ლელომ”, როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა – “უი, როგორ გეკადრებათო” – დაახლოებით ასეთი კომენტარი ჰქონდათ. მერე საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა “ლელოც” მოლბა, მაგრამ როგორც ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე, ერთი დღით დაჰკრა ფეხი და პრეზიდენტის სასახლიდან გაქუსლა. ამ პერიოდში გახარიას „გადაუნდა“ და “ლელოს” მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ, მაგრამ მგონია, რომ “ლელოს” ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე