ამ გვერდის ამობედვა

„ზებრა“ მაფინები

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2 ც
  • შაქარი - 100 გ
  • ზეთი - 50 მლ
  • არაჟანი - 150 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
  • მწიკვი ვანილი და მარილი
  • კაკაო - 20 გ
  • რძე - 3-4 სკ
 
 
მომზადების წესები
 

კვერცხს დაუმატეთ მწიკვი მარილი, ვანილი, შაქარი და ხელის სათქვეფით გათქვიფეთ. შეათქვიფეთ ზეთი და არაჟანი.

 

ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩააცერით და გათქვიფეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ნახევარს კაკაო დაუმატეთ. კაკაოიანი მასა ძალიან სქელი რომ არ გამოვიდეს, ცოტა რძე დაუმატეთ.

 

მაფინის ფორმებში რიგ-რიგობით ჩაასხით თეთრი და შავი ცომი. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე 20 წუთით.

 

სურვილისამებრ, მორთეთ შოკოლადის განაშით.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 758 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 18 2020