გემრიელი დესერტი მთელი ოჯახისთვის - შოკოლადის პუდინგი
დაგჭირდებათ:
1 ლიტრი რძე
1 სუფრის კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
1/2 ჭიქა ნაღები
3 სუფრის კოვზი კაკაო
1 ჭიქა შაქარი (ნაკლებიც შეიძლება)
1 კვერცხის გული
მომზადება:
რძეში დაუმატეთ ნაღები და ათქვიფეთ. იქვე დაუმატეთ კვერცხის გული. მერე თანდათან არევით ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, ფქვილი და კაკაო. ეს ნარევი 15 წუთით დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როცა პუდინგი შესქელდება, გამორთეთ ცეცხლი.
მზა პუდინგი ჩამოასხით ჭიქებში ან ფიალებში. დააცადეთ გაგრილება და მაცივარში შედგით 2,5 საათით.
ასეთი შოკოლადის პუდინგი ძალიან უხდება ბლინებს, კექსებს, ხილის ღვეზელებს, ორცხობილებს. ასევე გემრიელია, როგორც დამოუკიდებელი დესერტი.
mshoblebi.ge
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია