სოკოს სუპი უნგრულად
ინგრედიენტები
- კარაქი - 4 ს/კ
- ხახვი - 2 ცალი
- სოკო, დაჭრილი - 450 გ
- კამა დაჭრილი - 2 ს/კ
- პაპრიკა - 1 ს/კ
- სოიოს სოუსი - 1 ს/კ
- ქათმის ნახარში - 450 გ
- რძე - 250 გ
- ფქვილი - 2 ს/კ
- მარილი - 1 ს/კ
- შავი პილპილი - გემოვნებით
- ლიმონის წვენი - 2 ს/კ
- დაჭრილი ოხრახუში - 10 გ
- არაჟანი - 115 გ
მომზადების წესები
აიღეთ ქვაბი და მასში გაადნეთ კარაქი. მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი 5 წუთის განმავლობაში, დააყარეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. დაუმატეთ კამა,პაპრიკა,სოიოს სოუსი და ქათმის ნახარში, დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთი. აიღეთ თასი , სადაც უნდა აურიოთ ფქვილი და რძე. ჩაასხით ეს მასა სუპში და გააჩერეთ 15 წუთი , თავდახურულ მდგომარეობაში. საბოლოოდ, დაუმატეთ მარილი, ოხრახუში,შავი პილპილი და არაჟანი - ამოურიეთ კარგად და გააჩერეთ 3-5 წუთი, დაბალ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- კომიტეტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მიიღო
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს