ქართული ქვევრის ღვინო ლოს-ანჯელესში წარადგინეს
ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში “RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდენ. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი იყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ტიბაანი“, „მეღვინეობა ართანა“, „ღვინის ქურდები“, „ახმეტის ღვინის სახლი“ და „ნიკალას მარანი“.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. აღნიშნული კომპანიები ასევე ნოემბრის დასაწყისში ქალაქ ნიუ-იორკში გამარულ ამავე ფორმატის გამოფენაზე „,RAW Wine NY“ მონაწილეობდნენ.
„RAW Wine” ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში