აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდა
12 და 13 იანვარს, იმერეთში არსებული სტიქიის გამო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ რიცხვებში დაგეგმილი ლექციები, პრაქტიკული, ლაბორატორიული სამუშაოები და აქტივობები 14 და 16 იანვარს ჩატარდება.
„ფინალური გამოცდები დაიწყება 17 იანვრიდან. სტუდენტებს სასწავლო პროცესთან და გამოცდებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციებს მიაწვდიან დეკანატები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები