იცვლება თუ არა სწავლის დაწყების თარიღი
სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რამე განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე გაჟღერდა, მიღებული არ ყოფილა, თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, იქიდან გამომდინარე, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რადგან ეს ყოველთვის ცოცხალი პროცესია და ამაზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო რეკომენდაცია რაც იქნება, ის აისახება პროტოკოლში“, – განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში