შედეგი სერიოზული იქნება - ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს
მავნებლური საქმიანობის შემთხვევაში რუსეთი სერიოზულ და მნიშვნელოვან შედეგებს წააწყდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიტანულ ავიაბაზზე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, ის გეგმავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მკაფიო გზავნილი გადასცეს შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.
"აშშ მტკიცედ და გააზრებულად უპასუხებს, თუ რუსეთის მთავრობა მავნებლურ მოქმედებას მიმართავს", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს ევროპაში ვიზიტს იწყებს. ეს მისი პირველი ოფიციალური მოგზაურობაა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა