ივნისი 17 2026 წაკითხვა 85 ჯერ

მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ივნისი 16 2026 წაკითხვა 109 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების შემდეგი ფაზა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე საწყისი რაუნდი, რომელმაც მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმამდე მიიყვანა.

ივნისი 12 2026 წაკითხვა 133 ჯერ

ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ივნისი 12 2026 წაკითხვა 144 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დღეს ირანთან ომი დაასრულა.

ივნისი 12 2026 წაკითხვა 137 ჯერ

„როიტერის“ ცნობით, „SpaceX“-ისა და „Tesla“-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა.

ივნისი 10 2026 წაკითხვა 146 ჯერ

ოდესის სანაპიროზე რამდენიმე დღეში 37 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს

უკრაინის ოდესის ოლქში, ტუზლის ლიმანების ეროვნული ბუნების პარკის სანაპიროზე რამდენიმე დღეში 37 მკვდარი დელფინი და სხვა ზღვის ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს. ეკოლოგები შემთხვევას უპრეცედენტოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის დანაკარგი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

პარკის მეცნიერ-თანამშრომლის, ივან რუსევის ინფორმაციით, 5 ივნისს სანაპიროს 25-კილომეტრიან მონაკვეთზე 22 მკვდარი ცხოველი იპოვეს, ხოლო 6-7 ივნისს დამატებით 15 ზღვის ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს. შედეგად, სულ სამ დღეში დაფიქსირებული დაღუპული ცხოველების რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.

რუსევის განცხადებით, შავი ზღვის ეკოსისტემა მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ზღვის ბინადრებზე უარყოფით გავლენას ახდენს სამხედრო მოქმედებები, მათ შორის აფეთქებები, ნაღმები, სარაკეტო დარტყმები, სამხედრო გემების ძლიერი სონარები და გარემოს დაბინძურება.

ეკოლოგების ცნობით, მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროებზეც დაფიქსირდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, რეგიონში დელფინების პოპულაცია სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

გვერდი 1 სულ 376
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.