ინდოეთში კორონავირუსის მორიგი მუტაცია აღმოაჩინეს
ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში კორონავირუსის მორიგი მუტაციით ინფიცირების 20 შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტებმა ახალ ვარიანტს "დელტა პლუსი" (B.1.617.2.1) უწოდეს.
ამის შესახებ ტელეარხ India TV-ს ქვეყნის სამედიცინო განათლებისა და კვლევების სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად სპეციალისტები ახალ შტამს იკვლევენ.
ცნობისთვის, კორონავირუსის შტამი B.1.617 ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში 2020 წლის 5 ოქტომბერს აღმოაჩინეს. ახლა ის 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. ადგილობრივი ექიმების თქმით, სწორედ ეს მუტაცია გახდა მეორე ტალღის ერთ-ერთი მიზეზი.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა