ამ გვერდის ამობედვა

ჯანმო კოვიდის საწინააღმდეგო სამ ახალ წამალს ცდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული პაციენტების სამკურნალოდ სამი პოტენციური მედიკამენტის კვლევის ახალი ეტაპი დააანონსა. ინფორმაციას თავად ჯანმო ავრცელებს.

კვლევის ფარგლებში, სპეციალისტები აიყვანენ ჰოსპიტალიზირებულ მოხალისეებს, რომლებსაც უმკურნალებენ არტეზუნატით, იმათინიბით და ინფლიქსიმაბით.

 

მანამდე ამ პრეპარატებმა COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებში სიკვდილის რისკის შემცირების პოტენციალი გამოავლინა.

 

ამასთან, რომ ეს წამლები სხვა დაავადებების სამკურნალოდ უკვე გამოიყენება: არტეზუნატი - მალარია მძიმე ფორმით, იმათინიბი - კიბოს ზოგიერთი ტიპი და ინფლიქსიმაბი - იმუნური სისტემის დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება და რევმატოიდული ართრიტი.

 

ამ წამლების კვლევა საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის Solidarity PLUS საფუძველზე განხორციელდება, რომელიც 52 ქვეყნის 600-ზე მეტ საავადმყოფოს მოიცავს.

წაკითხვა 437 ჯერ