ბილ გეითსი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად 1,5 მილიარდს გამოყოფს
მაიკროსოფტის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მისი ფონდი 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შესწირავს აშშ-ს მთავრობასთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კონგრესი მიიღებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების შემუშავებას, რომლებიც ნახშირბადის ემისიებს ამცირებენ. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე, რომლის ღირებულებაც ჯამში $ 1.2 ტრილიონია. პროექტი კონგრესმა ამ კვირაში დაამტკიცა. ახლა კანონპროექტი უნდა დამტკიცდეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში.
ცნობისთვის, ბილ გეითსმა უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მისი ქონება ამჟამად 129,6 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება