"მათ, ვინც ეს თავდასხმა მოაწყო, არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, მოგაგნებთ და გაზღვევინებთ"
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიაკვლევენ მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი და პასუხს აგებინებენ.
ამის შესახებ ბაიდენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მათ, ვინც ეს თავდასხმა მოაწყო, ასევე ნებისმიერს, ვისაც სურს ამერიკას ავნოს, ეს იცოდეთ: არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, ჩვენ მოგაგნებთ და გაზღვევინებთ. მე დავიცავ ჩვენს ინტერესებს და ჩვენს ხალხს ჩემს განკარგულებაში არსებული ყველა ზომით“, - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, სამხედრო მეთაურებს დაავალა შეიმუშაონ ოპერატიული გეგმები, რათა დაარტყან „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებსა და ხელმძღვანელობას.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს. ჩვენ არ გავაჩერებთ მისიას და გავაგრძელებთ ევაკუაციას, ჩვენ გამოვიყვანთ ავღანელ მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების სერიას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 13 ამერიკელი ჯარისკაცი.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი