"მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს"
მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარი ლაპიდმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.
იარი ლაპიდი რუსეთში იმყოფება ვიზიტით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად.
მისი თქმით, რეგიონის, მათ შორის სირიის უსაფრთხოება და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვიდრე ირანია წარმოდგენილი რეგიონში, რადგან ირანი ტერორის ნომერი პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში.
ლაპიდის თქმით, ირანისადმი მსოფლიოს გზავნილი მკაფიო და ნათელი უნდა იყოს და ირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბირთვული შესაძლებლობების განვითარება პრობლემას წარმოადგენს არამარტო ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
მისი თქმით, მსოფლიო ყველანაირად უნდა ეცადოს და ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს, მაგრამ თუ მსოფლიო ამას არ გააკეთებს, მაშინ ისრაელი უფლებას იტოვებს, იმოქმედოს და არ მისცეს ირანს ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა