„იუნისეფი“ ქვეყნებს სკოლების რაც შეიძლება მალე გახსნისკენ მოუწოდებს
გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების ორგანოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახსნან სკოლები იმ ქვეყნებში, სადაც, პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.
„იუნისეფის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია. 6 ქვეყანაში: ფილიპინებში, ბანგლადეშში, ვენესუელაში, საუდის არაბეთში, პანამასა და ქუვეითში მდებარე სკოლებში, რომლებიც „თითქმის მთლიანად დახურულია", 77 მილიონამდე მოსწავლე სწავლობს. აქედან თითქმის მესამედი ფილიპინებზე მოდის, რომელიც კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა აზიაში.
ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს 11 ქვეყნის 131 მილიონ სტუდენტს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის სამი მეოთხედის გაცდენა მოუწია.
„მოსწავლეები შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლში, მაგრამ კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და განათლების არათანაბარი ხარისხი არის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისინი კვლავ დგანან,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
“იუნისეფი“ მიიჩნევს, რომ სკოლები ყველაზე გვიან უნდა დაიხუროს და პირველ რიგში გაიხსნას.
”ეს არის კრიზისი, რომლის უგულვებელყოფის საშუალებას მსოფლიოს არ მივცემთ. ჩვენი გზავნილი ხმამაღალია : ყველა საზოგადოებამ, ყველგან უნდა გახსნას სკოლები რაც შეიძლება მალე. სკოლები ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს და პირველ რიგში გაიხსნას,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება