რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს - ვლადიმერ პუტინი
რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია და სიმართლეს არ წარმოადგენს.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი ზრდა რესურსის ჭარბმა მოხმარებამ გამოწვია და კრიზისის თავიდან ასაცილებლად ევროპის ქვეყნებს მარაგების შესავსებად მეტი ბუნებრივი რესურსი უნდა შეესყიდათ.
BBC წერს, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ევროპაში გაზის ფასი 250%-ით გაიზარდა. მედიის ცნობით, ფასის რეკორდული ზრდა პანდემიის ფონზე ბუნებრივი გაზის ჭარბ მოხმარებასთანაა დაკავშირებული.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი