ევროკავშირის საბჭომ მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიას განაახლა
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, ინდონეზია სამოგზაურო "მწვანე სიაში“ შეიყვანა.
ამჟამად ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების "მწვანე სიაში" შედის: არგენტინა, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ინდონეზია, იორდანია, ქუვეითი, ნამიბია, ახალი ზელანდია, პერუ, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით.
ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველ ორ კვირაში ხდება.
ევროკავშირის ქვეყნები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ევროკავშირის საბჭოს რჩევას და შესვლაზე სიაში არშემავალი ქვეყნების რეზიდენტებისთვის და ტურისტულ მოგზაურობებზე შეზღუდვებს აწესებენ.
ტეგები:
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა