კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით, რაც „ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს“.
განცხადების თანახმად, საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს.
„ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინთან საუბრის შემდეგ ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ბრიტანეთის პირველ პირებთან გამართავს სატელეფონო მოლაპარაკებას.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება