"რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს"
რისთვის იყენებენ ჩვენს საზღვართან შეკრებილ ჯარს? ეს არის პოტენციალი შანტაჟისთვის და პირველ რიგში, დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ. თუ რუსული ჯარის რაოდენობა გაიზრდება, შანტაჟი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც შეიძლება ეწოდოს მზადება ჩვენი სახელმწიფოს და შესაძლოა, მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოებისთვის , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის.
„უკრაინა ვერაფერს ხედავს გასაკვირს იმაში, რაც ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე ხდება. რუსეთმა ეს ომი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. სამწუხაროდ, ეს არ შეიძლება ითქვას ევროპის ყველა ქვეყანაზე. მაგალითად, გერმანიამ ბოლო დროს ხელი შეგვიშალა ნატოს-გან დრონების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების მიღებაში, რომლებიც ექსკლუზიურად თავდაცვის იარაღია. ომის მერვე წელს არ გვაქვს ამის უფლება? ცხადია გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება შეიძინოს ასეთი თავდაცვის ინსტრუმენტები. მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში კვლავ შიში ჭარბობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, არის თუ არა უკრაინული არმია მზად მათ დაუპირისპირდეს, ვლადიმერ ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საკუთარ ტერიტორიას და ხალხს.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს ყველა ვითარებაში და ყოველგვარი ხელყოფისგან. უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს თავისუფლებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაჟღერებული „ძალიან მკაცრი ეკონომიკური სანქციების“ შესახებ მუქარა მოსკოვის შესაჩერებლად საკმარისი, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ბაიდენ-პუტინის დიალოგის შემდეგ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ჯგუფის შემცირება არ მომხდარა.
„ამერიკელ და რუს ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ჯგუფის შემცირება არ ხდება. უფრო მეტიც, ესკალაციის კიდევ ერთი სივრცე არსებობს - აზოვის ზღვაში. როდესაც ეს სიტუაცია შეცვლას დაიწყებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგუმენტები დამაჯერებლად ჟღერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს