"რუსეთის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის"- დიმიტრი პესკოვი
რუსეთის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის დასავლეთის მხრიდან მომდინარე ტყუილის გამო, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. მოსკოვისთვის მიღებული უსაფრთხოების გარანტიები ახლა გახდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა.
„ორ ათეულზე მეტი წელია, ჩვენ მეთოდურად გვატყუებდნენ და ამ ტყუილის შედეგად მივედით სიტუაციამდე, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგა“, - განაცხადა პესკოვმა.
მანვე აღიარა, რომ ვლადიმერ პუტინი 23 დეკემბრის პრესკონფერენციაზე გარანტიების შესახებ ძალიან ემოციურად საუბრობდა. „ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, უსაფრთხოებაზე, ყოველთვის ემოციურია“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი ხედავს რას აკეთებს ნატო, ხედავს მანევრებს ქვეყნის საზღვრებთან და დიდი რაოდენობის ტექნიკის მიწოდებას.
„ეს ტექნიკა შემოაქვთ საბერძნეთის გავლით. ის ხვდება უკრაინის ტერიტორიაზე, იქ შედიან სამხედრო ინსტრუქტორები, რომელთა რაოდენობა იქ უკვე რამდენიმე ათასია. ნატო თანდათან აღწევს უკრაინის ტერიტორიაზე და შემდეგ, ფაქტობრივად, დარჩება ამ პროცესის ფორმალიზება“, - განაცხადა პესკოვმა.
სიახლეები
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს
- ნებაყოფლობით მიდიან თუ არა აფხაზები რუსეთ-უკრაინის ომში - “ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ბევრია დაღუპული”
- "ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!" - მამუკა მდინარაძე
- ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც უნიკალური ჯანმრთელობა აქვს
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?