"მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და სისულელეების გავრცელება"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის საგარეო უწყებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება. ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS -ი ავრცელებს.
„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაციას, რომ კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს და ამასთან რუსეთის დაზვერვის სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უკრაინის ყოფილ პოლიტიკოსებთან.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი თებერვალში მოსკოვში ვიზიტს გამართავს და რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება