რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების სიაში შეიყვანა
რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და პირების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
კანონის თანახმად, ბანკები ამ სიაში შეყვანილი პირების აქტივებს ყინავენ და მათ მომსახურებას წყვეტენ.
ალექსეი ნავალნისთან ერთად სიაში აღმოჩნდნენ მისი უახლოესი მხარდამჭერები – ლიუბოვ სობოლი, გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი, ვიაჩესლავ გიმადი. აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა აღნიშნულ სიაში შეიყვანა ალექსეი ნავალნის სხვა თანამოაზრეებიც, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება