"თუ დასავლეთი აგრესიულ კურსს გააგრძელებს, მაშინ მოსკოვი აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუკი რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებზე დასავლეთი კონკრეტულ პასუხს არ წარადგენს, მოსკოვი აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს.
„თუ არ იქნება კონსტრუქციული პასუხი და დასავლეთი გააგრძელებს აგრესიულ კურსს, მაშინ მოსკოვი, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, მიიღებს აუცილებელ საპასუხო ზომებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთი წარდგენილ პროექტებზე პასუხს მიმდინარე კვირაში ელოდება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, შეერთებული შტატები კიევს რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი პროვოკაციებისკენ უბიძგებს, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა აიძულოს, მინსკის შეთანხმებები შეასრულონ.
ლავროვის თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ თავისთვის ცალმხრივი სარგებლის უზრუნველყოფა შეძლოს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"