"არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან" - ბაიდენის გაფრთხილება ზელენსკის
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის, ემილი ჰორნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ შესაძლოა, რუსეთი უკრაინაში თებერვლის თვეში შეიჭრას:
“პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ჰორნმა.
როგორც ჰორნმა განაცხადა, რუსეთი უკრაინას, სავარაუდოდ, კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმება.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა