"ნატო-მ ჩვენ მოწინააღმდეგედ წარმოგვაჩინა" - ვალდიმერ ტპუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილეს.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი პრეზიდენტი რუსეთში, უპირველეს ყოვლისა, ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ჩამოვიდა, რომლის შენარჩუნებაზეც ჩვენს ქვეყნებს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, მოლაპარაკებებზე მათ გააგრძელეს მოსაზრებების გაცვლა რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, რომლებიც მიმართულია შეერთებული შტატებისა და ნატო-სადმი, რათა გრძელვადიანი სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი.
პუტინის განცხადებით, ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთი მოწინააღმდეგედ არის დასახელებული.
„ნატო-ს 2019 წლის სამხედრო სტრატეგიაში რუსეთი პირდაპირი არის დასახელებული, როგორც უსაფრთხოების მთავარი საფრთხე და მოწინააღმდეგე. ნატო-მ ჩვენ მოწინააღმდეგედ წარმოგვაჩინა. სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოებით, ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები თავს უფლებას აძლევენ, რუსულ მხარეს ასწავლონ, სად და როგორ განვათავსოთ შეიარაღებული ძალები და შესაძლებლად მიიჩნევენ მოთხოვნას, რომ არ განხორციელდეს დაგეგმილი მანევრები და წვრთნები“, – დასძინა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს წევრები აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ამ ქვეყნის არმიის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფენ.
„რაც შეეხება მინსკის შეთანხმებებს, მიმაჩნია, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი