"გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება"
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვსურს თავისუფლება და მზად ვართ, მისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა მიისწრაფვის ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრისკენ. თუმცა, ასევე განაცხადა, რომ დღეს უკრაინის არმია ბევრად ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ იყო.
„ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დადგა სერიოზული საგარეო და საშინაო გამოწვევები, რომლებიც ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობასა და კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. ჩვენ გვაშინებენ დიდი ომით და კიდევ ერთხელ გვინიშნავენ სამხედრო ინტერვენციის თარიღს. ეს პირველად არ ხდება. თუმცა, ჩვენი სახელმწიფო დღეს ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ მივისწრაფვით მშვიდობისკენ და გვსურს, ყველა საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადავჭრათ. დონბასიც და ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას, მხოლოდ დიპლომატიური გზით. ჩვენ არ ხელვყოფთ სხვისას, თუმცა საკუთარსაც არ დავთმობთ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი არმია. ჩვენი ბიჭები უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებასა და თანამედროვე იარაღს ფლობენ. ეს უკვე ბევრად ძლიერი არმიაა, ვიდრე რვა წლის წინ იყო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა ჩვენი სამხედროებიც უნდა გრძნობდნენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენს ერთიანობას. ჩვენი არმიის საფუძველი არის საკუთარი ხალხის რწმენა და ძლიერი ეკონომიკა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა