"ამჟამად ევროპაში შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა „ცივი ომის“ შემდეგ"
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მოკავშირეები მშვიდობიან მოლაპარაკებებს უჭერენ მხარს და მოსკოვის მხრიდან დიპლომატიური მოლაპარაკებების ნიშნების გაჩენას მიესალმებიან.
„ნატო არ აპირებს ალიანსის მთავარ პრინციპებზე უარი თქვას. ჩვენ რუსეთს გავუგზავნეთ კონკრეტული შეთავაზებები გამჭვირვალობასა და შეირაღებული ძალების კონტროლზე. ნატო არ არის საფრთხე რუსეთისთვის და მისი ნაბიჯები თავდაცვითი ხასიათისაა. ამჟამად ევროპაში შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა „ცივი ომის“ შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი აღნიშნულ პოზიციას შეცვლის.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა