"ყველა მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი მზად არის შევიდეს უკრაინაში, შეუტიოს უკრაინას"
თეთრი სახლის დატოვებისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს აქვს „მიზეზი, იფიქროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“.
"ჩვენ ყველა მინიშნება გვაქვს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას",- განაცხადა ბაიდენმა.
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ თავდასხმა მოხდება და როდის, ბაიდენმა თქვა: "დიახ! ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში".
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პასუხები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიღებულია, მაგრამ ჯერ არ წაუკითხავს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროში დღეს გაემგზავრება. ბაიდენმა დასძინა, რომ "არ აპირებს პუტინთან დარეკვას".
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა