ვლადიმერ პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.
„საჭიროდ მიმაჩნია, მივიღო უკვე დიდ ხანს მომწიფებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ ვაღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებების რატიფიცირება. ორი დოკუმენტი მზად და ხელმოწერილი იქნება უახლოეს დროში. მათ კი, ვინც კიევი ჩაიგდო ხელში და ინარჩუნებს ძალაუფლებას, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე მმართველ რეჟიმის სინდისზე იქნება“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ამასთან, ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლიგანსკის ე.წ. რესპუბლიკების სეპარატისტ ლიდერებთან დენის პუშილინთან და ლეონიდ პასეჩნიკოვთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებს მოაწერა ხელი.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ განკარგულებას ხელი მოაწერა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება