რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს
რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, მიხაილ პოლიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩვენი კონტროლი ჩერნობილის მოედანზე დაკარგულია“, – აღნიშნავს ის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის ობიექტების, ასევე დამცავი სარკოფაგისა და ბირთვული ნარჩენების საცავის მდგომარეობა უცნობია.
მიხაილ პოლიაკის თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება.
პრეზიდენტის ოფისში მიაჩნიათ, რომ ეს ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რადგან რუსეთის ჯარებს შეუძლიათ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოაკაციების მოწყობა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება