ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს - "დაყარეთ იარაღი და წადით, გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე"
აყარეთ თქვენი იარაღი და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს, უბრალოდ გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და წადით, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს რუსულ ენაზე.
პრეზიდენტმა რუს ოკუპანტებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ გაუგებარია, რისთვის მივიდნენ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი სამხედროების მხრიდან მსხვერპლი 4 ათას აჭარბებს.
„უკვე 4,5 ათასი რუსი ჯარისკაცია მოკლული. რისთვის მოხვედით თქვენ ყველა აქ? რისთვის მოდიან თქვენი ჯავშანტექნიკის კოლონები ჩვენ წინააღმდეგ ყირიმიდან, ჩვენი ყირიმიდან: იალტიდან, ევპატორიიდან, სადაკიდან, სიმფეროპოლიდან. ეს ხომ არ არის ტანკისტებისთვის სამხედრო ბანაკების დასახლებები. კიდევ ერთხელ: 4,5 ათასი მოკლული რუსი ოკუპანტია.
რუსეთის სახელმწიფო განიცდის ისეთ ზარალს, თითქოს ომმა მათ ტერიტორიაზეც გაიარა. რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი? რაში? რუს დედებს, რუს მასწავლებლებს, რუს მწარმოებლებს, უბრალოდ ადამიანებს - რაში სჭირდებოდათ?“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"