"პუტინი უნდა დამარცხდეს" - ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთზე „მაქსიმალურ ზეწოლას განაგრძობს“. ამის შესახებ BBC იტყობინება.
"გაერთიანებული სამეფოს და მისი დასავლელი მოკავშირეების ქმედებები უზრუნველყოფენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი ქმედებების შედეგებს იგრძნობს. ჩვენ ერთ ხმაზე ვლაპარაკობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს", - განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონმა ეს განცხადება პოლონეთსა და ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის წინ გააკეთა, სადაც ნატო-ს ლიდერებს შეხვდება და ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს ეწვევა.
მისი თქმით, ორივე ქვეყანა რუსეთის შემოჭრის შედეგად "მწვავე დაზარალდა".
”ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, რომელთა დაცვაც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. ჰუმანიტარული კრიზისის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპაში იზრდება, რადგან უკრაინელი ლტოლვილები საზღვრების გადაკვეთას განაგრძობენ”, - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"