უკრაინელი სამხედროები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებენ
უკრაინელი სამხედროები ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ოპერატიულ ანგარიშს აქვეყნებენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ,,უკრაინული ძალები გარკვეული საზღვრების შესანარჩუნებლად სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ“.
სამხედროები აცხადებენ, რომ დონეცკის ოპერატიული ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვის ოპერაცია მიმდინარეობს, ხოლო ძალისხმევა მიმართულია ქალაქ მარიუპოლის დაცვაზე.
ანგარიშის თანახმად, რუსული ძალები დნეპროპეტროვსკის ოლქის რეგიონ ბალაქლიადან დაწინავებისგან შეაჩერეს და მიმდინარეობს ოპერაცია ქალაქ ჩერნიგოვის დასაცავად.
ანგარიშში საუბარია „მძიმე დანაკარგებზე იარაღში, აღჭურვილობასა და პერსონალში“ 88 რუსული თვითმფრინავისა და ვერტმფრენის დანაკარგებთან ერთად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობისა და საქმის რეალური მდგომარეობის გაცნობიერების გამო, რუსული ჯარები "დემორალიზებულნი" არიან "უკიდურესად დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი