უკრაინაში ომის შესაჩერებლად ვატიკანი "ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის" მზაობას გამოხატავს
ვატიკანი მზადაა გააკეთოს "ყველაფერი, რაც შესაძლებელია", რათა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევასა და უკრაინაში ომის დასრულების შუამავლობას ხელი შეუწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
„წმინდა საყდარი "ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის", - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა Vatican News-თან ინტერვიუში. ამ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას პაროლინმა გაიმეორა რომის პაპ ფრანცისკეს მიმართვა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
„მე ვითხოვე ბრძოლის შეწყვეტა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა. მე დაჟინებით მოვითხოვდი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული დერეფნების პატივისცემას“, - განაცხადა პაროლინმა და მან იქვე პაპ ფრანცისკესავით, უარყო მოსკოვის ნარატივი „სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებით.
„ჩვენ ომის წინაშე ვდგავართ, რომელსაც, სამწუხაროდ, მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, როგორც ყველა ომის დროს ხდება ხოლმე”, - დასძინა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა. კარდინალის თქმით, მშვიდობის დამყარება "არასოდეს არის გვიან".
მისივე განცხადებით, „არასდროს არ არის გვიანი ნაბიჯების გადადგმა და შეთანხმების პოვნა“.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"