"უსამართლო ომი ხდება ევროპის გულში, უნდა დასრულდეს" - მსოფლიო პატრიარქი
მართლმადიდებლური სამყაროს სულიერი ლიდერი ბართლომეოს I უკრაინაში ძალადობის, სისხლისღვრისა და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და იქვე, უკრაინელები რუსული საოკუპაციო ძალებისადმი გამოვლენილი „ძლიერ წინააღმდეგობის“ გამო შეაქო.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ეს მსოფლიო პატრიარქის მიერ გაკეთებული იშვიათი პოლიტიკური განცხადებაა.
კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურმა აღნიშნულის შესახებ წირვის დროს განაცხადა, რომელსაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ესწრებოდა.
"ჩვენ ვუყურებთ უკრაინელი ხალხის დრამას და აღფრთოვანებული ვართ მათი ძლიერი წინააღმდეგობით დამპყრობლის წინააღმდეგ", - აღნიშნა პატრიარქმა ბართლომემ ამბიონიდან.
მართლმადიდებლური სამყაროს სულიერმა წინამძღოლმა ქადაგებისას გაეროს წესდებაც ახსენა, რომელიც მისი თქმით, ცალსახად კრძალავს ძალადობის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში და ავალდებულებს ორგანიზაციის ყველა წევრს, მოაგვარონ უთანხმოება მშვიდობიანი გზით.
„ჩვენ მოვუწოდებთ სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ... ომი უნდა დასრულდეს. უსამართლო ომი ხდება ევროპის გულში, იღვრება ადამიანის სისხლი, კლავენ ბავშვებს და ქალებს და ანადგურებენ ქალაქებსა და სოფლებს. ჩვენი ფიქრები ჩვენი ძმებისკენაა მიმართული“, - დასძინა მსოფლიო პატრიარქმა.
მოგვიანებით, მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის დახმარებისთვის, რა დროსაც ოფიციალურმა ათენმა კიევს კალაშნიკოვისა და სხვა სახის იარაღი გაუგზავნა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"