უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ცოცხალი ძალის დანაკარგი 13 800-ს აღწევს
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ცოცხალი ძალის დანაკარგი 13 800-ს აღწევს.
გენშტაბის ცნობით, ასევე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 430 ტანკი და 11 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა.
უკრაინის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 430 ტანკი, 1 375 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 190 საარტილერიო სისტემა, 70 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 43 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 84 სამხედრო თვიმთფრინავი, 108 ვერტმფრენი, 11 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"