"ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში, ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა, აქვს შანსი, ნამდვილი გმირი გახდეს"
ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ყველა, ვინც უკრაინის გვერდითაა, მადლიერებას მიიღებს.
„ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში. აქ შესაძლოა საშიშია, რადგან ჩვენი ცა რუსული თვითმფრინავებისთვის და რაკეტებისთვის ჯერ კიდევ არ არის ჩაკეტილი. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავები, მაგრამ თქვენ ზუსტად იცით, რომ მსოფლიოში ყველას ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქზე და უკრაინელ ხალხზეა. ყველა, ვინც ჩვენს გვერდითაა, მიიღებს მადლიერებას, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგანაც. ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა, აქვს შანსი, ნამდვილი გმირი გახდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ კიევში უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები არიან ჩასულები.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი