"პუტინის მისამართით სიტყვა ჯალათს არ გამოვიყენებდი"- ემანუელ მაკრონი
მე პუტინის მისამართით სიტყვა ჯალათს არ გამოვიყენებდი, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მისი თქმით, თუ დასავლეთს სურს სიტუაციის განმუხტვა დიპლომატიის გზით, სიტყვიერი ესკალაცია მისთვის მიუღებელია.
„ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა იყოს ფაქტებიდან გამომდინარე და უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს. მე ასეთ ლექსიკას არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. რისი გაკეთება გვსურს ჩვენ ერთობლივად? ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, თუმცა შევაჩეროთ ისე, რომ ამ ომში არ ჩავერთოთ და არ მოვახდინოთ ესკალაცია. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამისთვის ჩვენ ავირჩიეთ არ ჩავერიოთ კონფლიქტში სამხედრო გზით და ეს ძალინ მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ვალდებულებაა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, დავიცვა ფრანგები ომისგან ჩვენს მიწაზე. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომ ის შეჩერდეს. ასევე, დავეხმაროთ უკრაინას, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთს. მივიღოთ ლტოლვილები და დიპლომატიური გზით მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ რუსეთის ჯარის სრულად გაყვანას, მაგრამ თუ ამის გაკეთება გვსურს, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ესკალაცია არც სიტყვებით და არც ქმედებებით“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს ჯალათი უწოდა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"